ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 15

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს მიეძღვნა

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობისთვის დაცემულ გმირებს მიეძღვნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ ორგანი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ ორგანი…

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და მოხალისეთა ორგანიზაცია ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ ორგანიზებით, გაიმართა ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში და პრაქტიკულ-სიმულაციური სწავლება; ღონისძიება აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს მიეძღვნა.

დღის პირველი ნაწილი ჭიდაობის ჩემპიონატს დაეთმო, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელი, 2010-2011 წლებში დაბადებული ვაჟი სპორტსმენები. ასპარეზობა ხუთ წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონატის გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილების მფლობელებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული სპეციალური თასები და მედლები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან და სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთს მთავრობის წევრები, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე, „აფხაზეთის მეომართა კავშირის“ თავმჯდომარე, ანზორ მარგიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლევან ლილუაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ კაკუტაშვილი, გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

საპატიო სტუმრების რანგში მოწვეულნი იყვნენ ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტები: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ვარლამ ლიპარტელიანი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ხუბულური.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა, ცენტრის სასწავლო მიმართულებები დაათვალიერეს და პრაქტიკულ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

სტუმრებმა გომბორის ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებული სხვადასხვა სასწავლო დისციპლინის საგამოფენო მაგიდები დაათვალიერეს და შესაბამის მიმართულებებს გაეცნენ.

სტუმრებისთვის, ასევე, მოწყობილი იყო ორი სასროლო სივრცე. ერთ სივრცეში შესაძლებელი იყო, აირსოფტის ტიპის სასროლო იარაღიდან ტყვიებით დამიზნებით სროლა, ხოლო მეორე სივრცეში_ ლაზერული სროლის სისტემის გამოყენება. საგამოფენო და სასროლო სივრცეების დათვალიერებისას, სტუმრებს მასპინძლობას უწევდა მოხალისეთა ორგანიზაციის ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი.

შემდეგ, სტუმრებმა მომდევნო ლოკაციაზე გადაინაცვლეს, სადაც გომბორის ცენტრში პრაქტიკულ-სიმულაციური ერთობლივი სწავლება გაიმართა საგანგებო ვითარებაზე მოხალისეთა რაზმების რეაგირების თაობაზე. სწავლებაში მონაწილეობდნენ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, რომლებმაც უკვე გაიარეს სწავლება გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში.

სწავლებაში, ასევე, ჩართულნი იყვნენ ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი მოძრავი ამბულატორიით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრის სასწრაფო დახმარების ბრიგადა და გლდანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს