ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კორეის რესპუბლიკაში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობდნენ

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები კორეის რესპუბლიკაში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ საერთაშო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ საერთაშო…

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად, კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში კრიტიკული მინერალების ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო სასწავლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „კრიტიკული მინერალების ცირკულარულობა: არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პოლიტიკის პრიორიტეტები“. პროგრამა მოიცავდა შეხვედრებს დარგის ექსპერტებთან, ასევე კრიტიკული მინერალების გადამუშავების, ბატარეების წარმოებისა და გადამუშავების ობიექტების დათვალიერებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიტიკული მინერალების ინდუსტრიულ პოლიტიკას, მდგრადი და ცირკულარული ღირებულებათა ჯაჭვების განვითარებას, გადამუშავების თანამედროვე მიდგომებსა და დაფინანსების მექანიზმებს. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს სახელმწიფო კვლევითი და საწარმოო ობიექტები.

ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო კრიტიკულ მინერალებთან დაკავშირებული კორეის რესპუბლიკის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისა და გაზიარებისთვის, ასევე სამომავლო თანამშრომლობისა და ახალი ინიციატივების შესაძლო მიმართულებების განსაზღვრისთვის.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ინდოეთის, ინდონეზიის, ყაზახეთის, მალაიზიის, მონღოლეთის, პაკისტანის, ფილიპინების, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ვიეტნამის წარმომადგენლები, ასევე აზიის განვითარების ბანკის ექსპერტები.

საერთაშორისო სასწავლო პროგრამა განხორციელდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) ორგანიზებითა და კორეის განვითარების ინსტიტუტის (KDI) გლობალური ცოდნის გაცვლისა და განვითარების ცენტრის (GKEDC) მხარდაჭერით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს