ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

მიხეილ სარჯველაძე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა. სამი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა. სამი…

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, პანდემიების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე რეაგირების საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, პანდემიის დასაწყისშივე ქვეყანაში სწრაფად მოხდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტების მობილიზება, გაძლიერდა ეპიდზედამხედველობა, ლაბორატორიული კვლევები და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობები. პანდემიის მიმდინარეობისას გაფართოვდა ჰოსპიტალური შესაძლებლობები, მობილიზდა სამედიცინო პერსონალი, პირველადი ჯანდაცვის მეშვეობით დაინერგა პაციენტების დისტანციური მართვა და განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის პროგრამა.

მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა პანდემიების პრევენციისა და მზადყოფნის მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე. მინისტრის განცხადებით, საქართველომ დაიწყო პანდემიის ფონდის მხარდაჭერით პროექტის განხორციელება, რომელიც დაავადებების ეპიდზედამხედველობის გაძლიერებას, გენომური სეკვენირების შესაძლებლობების გაფართოებასა და ჯანმრთელობის ახალი საფრთხეების ადრეულ გამოვლენას ითვალისწინებს.

მისი თქმით, პროექტი აძლიერებს „ერთიანი ჯანმრთელობის“ მიდგომას, ასევე ჯანდაცვის, გარემოსა და სოფლის მეურნეობის სფეროებს შორის კოორდინაციას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა 2025 წელს დაწყებულ პირველადი ჯანდაცვის კომპლექსურ რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს პრევენციის, სამედიცინო მომსახურების უწყვეტობისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებას და ჯანდაცვის სისტემის საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს