ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 18

ComCom-ის წარმომადგენლებმა ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

ComCom-ის წარმომადგენლებმა ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმში მიიღეს მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“-ში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებ…

კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და ComCom-ის წარმომადგენლებმა მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“-ში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, ComCom-ის გუნდი რამდენიმე თემატურ სესიაში ჩაერთო და მცირე და საშუალო ტელეკომ კომპანიების წარმომადგენლებს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე პროცესები და სამომავლო გეგმები, სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევისა და რეგულირების საკითხები, ასევე, IP პირინგისა და ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილის (IXP) განვითარების მიმართულებები გააცნო.

ფორუმის მთავარი სესიის ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და გეგმებზე ისაუბრა.

ფორუმის პროგრამა ასევე მოიცავდა სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტის მიმდინარეობას, ბაზრისა და ტექნოლოგიური განვითარების საკითხებს და სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

ComCom-ის წარმომადგენლებმა ტელეკომ სექტორში არსებულ ტენდენციებსა და ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შორის განხილული იყო: კომპლექსური კვლევის საკითხები, რომლებიც საკომუნიკაციო ფიზიკური ინფრასტრუქტურის, იურიდიული პირი აბონენტებისთვის გამოყოფილი არხებით შეთავაზებული მაღალი ხარისხის მომსახურებების შესაბამისი საბითუმო სეგმენტის, IP ტრანზიტის - ე.წ. გლობალური და ლოკალური ინტერნეტკავშირის - ასევე მაგისტრალური და დასახლებებს შორის არსებული ე.წ. Backhaul გამოყოფილი არხების საბითუმო ბაზრების ანალიზს მოიცავს. ამასთან, ComCom-ის წარმომადგენლებმა ტელეკომ ოპერატორებს, EURO-IX-ისა და IXP.GE-ის წარმომადგენლებთან ერთად, IXP-ის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, სამომავლო მიზნები და ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ინფრასტრუქტურის განვითარების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. ასევე მონაწილეებს გააცნეს ComCom-ის დაკვეთით საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Plum Consulting-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელშიც შეფასებულია IP პირინგისა და IXP-ის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორები და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები ბაზრისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობისთვის.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტის ურთიერთგაცვლის წერტილის განვითარება სხვადასხვა ქსელს შორის ადგილობრივი ტრაფიკის უშუალოდ გაცვლის შესაძლებლობას ზრდის, რაც ინტერნეტ დაკავშირების ხარისხის გაუმჯობესებასა და დაყოვნების შემცირებას უწყობს ხელს. ადგილობრივ დონეზე ტრაფიკის გაცვლა, თავის მხრივ, ამცირებს საერთაშორისო ტრანზიტზე დამოკიდებულებას და საოპერაციო ხარჯებს, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ციფრული ეკოსისტემისა და კონკურენტული გარემოს განვითარებას.

„ქართული ინტერნეტ-ინდუსტრიის ფორუმი 2026“ ტელეკომ სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული განხილვისა და გამოცდილების გაზიარების პლატფორმაა, სადაც დარგის ზედამხედველი ორგანოს, სახელმწიფო უწყებების, სატელეკომუნიკაციო კომპანიების, ტექნოლოგიური სექტორისა და საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები დარგის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს