ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 13

გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს ეროვნული სააგენტოში გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს ეროვნული სააგენტოში გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების…

გარემოს ეროვნული სააგენტოში გვალვის მონიტორინგის და პროგნოზირების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანს გვალვის მონიტორინგისა და პროგნოზირების პლატფორმების და წარმოებული პროდუქტების გავრცელების მიმართულებით შემუშავებული შეთავაზებების გაცნობა წარმოადგენდა. მონაწილეებმა აღნიშნული პროდუქტების ვალიდაციის, ინფორმაციისა და მონაცემების გაცვლის შესაძლებლობებსა და ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შექმნის საჭიროებაზე იმსჯელეს.

აღნიშნული აქტივობა ფართომასშტაბიანი კლიმატური პროგრამის ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოსა და შვეიცარიის მთავრობების ხელშეწყობით ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირებას. პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა ეროვნულ დონეზე გვალვის საფრთხის მონიტორინგისა და პროგნოზირების პლატფორმების შექმნა და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა.

შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი მეგრელიძე, სააგენტოს სპეციალისტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებული შესაბამისი უწყებებისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს