ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

გოგიტა თოდრაძე: გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა - აღწერის შედეგების მიხედვით თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და გურია

გოგიტა თოდრაძე: გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა - აღწერის შედეგების მიხედვით თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და გურია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ აღიწერა სოფლის მეურნეობა, როგორც მიწები, ასევე ზოგადად მეურნეობები. თოდრაძემ ახალი მონაცემები 2014 წლის მონაცემებს შეადარა და ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ აღიწერა სოფლის მეურნეობა, როგორც მიწები, ასევე ზოგადად მეურნეობები. თოდრაძემ ახალი მონაცემები 2014 წლის მონაცემებს შეადარა და ი…

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა, რომ აღიწერა სოფლის მეურნეობა, როგორც მიწები, ასევე ზოგადად მეურნეობები. თოდრაძემ ახალი მონაცემები 2014 წლის მონაცემებს შეადარა და ისაუბრა იმაზე, თუ რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით.

„ძალიან საინტერესო მონაცემები მივიღეთ სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად. 809 ათასი ჰექტარია სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, დაახლოებით 61%-ით არის გაზრდილი მრავალწლოვანი ნარგავების მიწის ფართობი, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ხეხილის ბაღებისა და ვაზის ვენახების ფართობის მოცულობის ზრდასთან, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი წინა აღწერასთან შედარებით.

ჩვენ ასევე სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შესახებ. მათი რაოდენობა დაახლოებით 841 ათასს სულს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 15%-ით, ასევე შემცირებულია ცხვრის სულადობა და 704 ათასს შეადგენს. გაზრდილია ღორის სულადობის მაჩვენებელი დაახლოებით 12%-ით, ასევე გაზრდილია ფუტკრის ოჯახების რაოდენობა. აღწერის შედეგების მიხედვით თაფლის წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია იმერეთის რეგიონში, შემდეგ მოდის კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი და გურია“, - აღნიშნა თოდრაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს