ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 13

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 19-20 ნოემბერს გაიმართება

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 19-20 ნოემბერს გაიმართება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 19-20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

19-20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქა…

19-20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

კონფერენცია გააერთიანებს ადგილობრივ და 20-მდე ქვეყნის საერთაშორისო დელეგატებს, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროს ექსპერტებს, შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიების საპატიო მომხსენებელი იქნება ტერესა მორეირა - კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტი და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი პანელური დისკუსიები დაეთმობა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: მომხმარებლის დაცვის გლობალურ ტრანსფორმაციასა და რეგულირების თანამედროვე მიდგომებს; კონკურენციასა და ხელმისაწვდომობას მოწყვლად ბაზრებზე - ფარმაცევტულ და სასურსათო სექტორებში; კონცენტრაციების კონტროლს დინამიკურ ეკონომიკაში; მომხმარებელთა დაცვას ონლაინ ბაზრებზე; კონკურენციის სამართლისა და სექტორული რეგულირების ურთიერთქმედებას; გლობალური ეკონომიკური ტრანსფორმაციის პირობებში კონკურენციის, ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის ბალანსს.

კონფერენცია საქართველოში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წელს მიეძღვნება. 1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განვითარებას და შეიქმნა პირველი ანტიმონოპოლიური სამსახური. საიუბილეო თარიღი კონფერენციას დამატებით მნიშვნელობას სძენს და ქმნის შესაძლებლობას, შეფასდეს განვლილი გზა და განისაზღვროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შემდგომი გაძლიერების პრიორიტეტები.

2025 წელს ღონისძიებამ 350-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელსა და 18 ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების 40-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საჯარო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის დღის წესრიგის განახლების, მომხსენებლებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ccc.gov.ge

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს