ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო

BARTA 2026-ზე განაცხადების მიღება დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსი დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. უწყების ცნობით, BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსი დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. უწყების ცნობით, BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნი…

„საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსი დაიწყო, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უწყების ცნობით, BARTA არსებობის შვიდწლიანი ისტორიით, საქართველოში კორპორაციული სფეროს მნიშვნელოვანი ნაწილია.

„კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება. კონკურსს წელსაც, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ბუღალტრული რეფორმის ბენეფიციართა ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით აცხადებს.

კონკურსი დღეიდან იწყება და განაცხადების მიღება 2026 წლის 10 ნოემბერს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ წინა წლების მსგავსად BARTA-ს კონკურსი წელსაც ღიაა პირველი კატეგორიის კომპანიებისა და ჯგუფებისთვის, ასევე ყველა კომპანიისთვის, რომელიც საზოგადოებრივი დაინტერესების პირია. ბირჟის ლისტინგში შემავალი ყველა კომპანია ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას შეფასებაში შესაფერისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც გულისხმობს აუდიტის უპირობო დასკვნას. ხოლო, საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე სხვა პირებს, სავაჭროდ დაშვებული კომპანიების ჩათვლით, თვით წარდგენა დასჭირდებათ.

2027 წლის თებერვალში დაჯილდოების ცერემონიაზე 8 საპრიზო ნომინაციაში გამარჯვებულები საზეიმოდ გამოვლინდებიან. BARTA კომპანიების ანგარიშებს ოთხ ძირითად კატეგორიაში შეაფასებს: მსხვილი ფინანსური კომპანიები, მსხვილი არაფინანსური კომპანიები, მცირე და საშუალო ფინანსური კომპანიები და მცირე და საშუალო არაფინანსური კომპანიები. წელს პირველად, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსური და არაფინანსური კატეგორიები გაიყო, რის შედეგადაც თითოეულში ცალკე გამარჯვებული გამოვლინდება. დამატებით, კონკურსში მონაწილე საწარმოებს შორის გამოვლინდება საუკეთესო მდგრადობის ანგარიშგება.

წელს პირველად BARTA აწესებს ახალ ნომინაციას - „სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ჯილდო“, რომელიც გამოავლენს საუკეთესო მმართველობის კუთხით კომპანიას, რომელიც ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.

ასევე, BARTA აწესებს სპეციალურ ნომინაციას - „ჟიურის რჩეული“, რომლის შერჩევა ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება და წევრებს მისცემს მოქნილობას აღიაროს კომპანია, რომელმაც 2026 წელს გამოავლინა მნიშვნელოვანი მიღწევები, ინოვაცია, არსებითი პროგრესი ან გამჭვირვალობისადმი ერთგულება.

BARTA ასევე გამოავლენს საუკეთესო დებიუტანტ კომპანიასაც. ეს ნომინაცია აღიარებს და დააჯილდოებს BARTA-ს კონკურსში პირველად მონაწილე კომპანიას, რომელიც მონაწილეობის პირველსავე წელს ანგარიშების მაღალ სტანდარტს აჩვენებს.

შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.

BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონული პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს