ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ…

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ეროვნულ სტენდზე 8 ქართული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, - ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებსა და პოტენციალს. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს წამყვან ფრანგულ კომპანიებთან, საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით.

„წლევანდელი IFTM Top Resa 2026 მასშტაბურობითა და სტუმართა სიმრავლით გამოირჩეოდა.

ღონისძიებას ტურიზმის სფეროს 35 ათასამდე პროფესიონალი დაესწრო. საერთაშორისო გამოფენაზე მსოფლიოს 180 ტურისტული მიმართულებიდან 1600-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს