ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 5

ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა

ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის საჯაროს სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მთა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის საჯაროს სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მთა…

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის მაჟორიტარმა ზურაბ აბაშიძემ, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, მთაწმინდის რაიონის საჯაროს სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მთაწმინდის რაიონის გამგეობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პედაგოგის პროფესია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხისმგებლოა და ისინი თავიანთი შრომისა და პროფესიისადმი ერთგულების გამო განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა დღეს თქვენთან შეხვედრა და იმ ადამიანების დაფასება, რომელთა შრომას თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თქვენი პროფესია გამორჩეულად საჭირო და ამასთანავე, საპასუხისმგებლოა. მასწავლებელი არამხოლოდ ცოდნას გადასცემს მოსწავლეს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში, სწორედ ამიტომ თითოეული თქვენგანის მრავალწლიან შრომას უდიდესი წვლილი მიუძღვის არაერთი თაობის მომავალში.

როგორც მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ დღეს მთაწმინდის საჯარო სკოლების გამორჩეულ პედაგოგებს ვხვდები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ პროფესიის ერთგულებისთვის, პასუხისმგებლობისა და იმ ყოველდღიური შრომისთვის, რომელსაც მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებას უძღვნით“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ღონისძიებაში ფარგლებში მთაწმინდის რაიონის 18 საჯარო სკოლის 18 პედაგოგი დააჯილდოვეს. ცერემონიაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე მონაწილეობდნენ.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.

ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს