ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მარიამ ლაშხმა პედაგოგე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მარიამ ლაშხმა პედაგოგე…

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

მარიამ ლაშხმა პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„განათლების რეფორმის პროცესში კიდევ უფრო იზრდება მასწავლებლის როლი. თითოეული გაკვეთილი არის შესაძლებლობა, ბავშვს ცოდნასთან ერთად ფიქრის, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებისა და შესაძლებლობების გამოყენების გამოცდილება მივცეთ. ამას ემსახურება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიც, რომლებიც თავისუფალი, პასუხისმგებლიანი და მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. მასწავლებლის წვლილი საკლასო ოთახის ფარგლებს სცდება. როდესაც პედაგოგი ახალ საგანმანათლებლო რესურსს ქმნის, კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და აქტიურად ზრუნავს სკოლის განვითარებაზე, მისი შრომა მთლიანად განათლების სისტემის გაძლიერებას ემსახურება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

დაჯილდოებულ მასწავლებლებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს