ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 15

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვარშავაში ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს . როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საღამოს დასასრულს ნონა გაფრინდაშვილმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვარშავაში ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს . როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საღამოს დასასრულს ნონა გაფრინდაშვილმა…

ვარშავაში ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საღამოს დასასრულს ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის დაფასთან კვლავ იასპარეზა პოლონელ დიდოსტატებთან ჰანა ერენსკა-ბარლოსა და აგნიეშკა ბრუსტმანთან ერთად.

“პოლონეთში საქართველოს საელჩოს, ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმისა და ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ერთობლივი ორგანიზებით, 30 სექტემბერს, მუზეუმში მსოფლიო ჭადრაკის ცოცხალი ლეგენდის, ქალთა შორის ხუთგზისა და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის ცხოვრების, მიღწევებისა და მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებამ საზეიმოდ დახურა პოლონეთის ჭადრაკის ფედერაციის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა - „History Written with Pieces”.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა, დიანა ჟღენტმა მიმართა. ელჩმა ისაუბრა ნონა გაფრინდაშვილის გამორჩეულ სპორტულ კარიერაზე, მის ისტორიულ გამარჯვებებსა და იმ გარდამტეხ როლზე, რომელიც ქართველი დიდოსტატის სახელს უკავშირდება მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს ღონისძიების თანა-ორგანიზატორებმა, ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმის დირექტორმა ალექსანდრა ჩეხოვიჩ ვოჟნიაკმა და FIDE-ს გენერალურმა მდივანმა ლუკაშ ტურლეიმ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა დისკუსია ნონა გაფრინდაშვილთან, რომელსაც ქართველი დიდოსტატი, ქეთი წაწალაშვილი უძღვებოდა. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა, თავად ლეგენდარული მოჭადრაკისგან მოესმინა მისი ცხოვრების, სპორტული კარიერის უმნიშვნელოვანესი ეტაპების, ისტორიული გამარჯვებებისა და იმ უნიკალური გამოცდილების შესახებ, რამაც იგი მსოფლიო ჭადრაკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფიგურად აქცია.

ნონა გაფრინდაშვილმა პოლონეთთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოგონებები გაიხსენა და ხაზი გაუსვა ჭადრაკს, როგორც ხალხთა, კულტურათა და ქვეყანათა დამაკავშირებელ უნივერსალურ ძალას.

საღამოს სიმბოლური ნაწილი იყო ორი ბლიც-პარტია. ნონა გაფრინდაშვილმა ჭადრაკის დაფასთან კვლავ იასპარეზა პოლონელ დიდოსტატებთან ჰანა ერენსკა-ბარლოსა და აგნიეშკა ბრუსტმანთან ერთად.

ასევე, შედგა პარტია პოლონეთში აკრედიტებულ დიპლომატებთან. ლეგენდარულ დიდოსტატს ელჩების გუნდი დაუპირისპირდა, რომელსაც რუმინეთის ელჩი ხელმძღვანელობდა, ხოლო შემადგენლობაში - თურქეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და საქართველოს ელჩები შედიოდნენ.

ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები.

გულწრფელი მადლობა ვარშავის სპორტისა და ტურიზმის მუზეუმს, FIDE-ს და ყველას, ვინც ამ განსაკუთრებული საღამოს განხორციელებაში წვლილი შეიტანა.”- ნათქვამია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს