ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 15

„აგროსკოლა“ 2026 დასრულდა

„აგროსკოლა“ 2026 დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალგაზრდული სასწავლო პროგრამის „აგროსკოლა” 2026 წლის სეზონი დასრულდა. პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის IX-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალგაზრდული სასწავლო პროგრამის „აგროსკოლა” 2026 წლის სეზონი დასრულდა. პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის IX-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურ…

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალგაზრდული სასწავლო პროგრამის „აგროსკოლა” 2026 წლის სეზონი დასრულდა. პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის IX-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. სასწავლო კურსი სოფლის მეურნეობის მიმართულებების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები.

ვიზიტების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მევენახეობა-მეღვინეობის, სურსათისა და ღვინის ხარისხის კვლევის, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ნიადაგის კვლევის, მცენარეთა in vitro გამრავლების, ჰიდროპონიკისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების შესახებ. მოსწავლეები ასევე გაეცნენ აღნიშნული მიმართულებების სპეციალისტების საქმიანობას და შესაბამის ტექნოლოგიებს.

პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება მელიორაციის საკითხებსაც დაეთმო. მონაწილეებმა დაათვალიერეს სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფისა და მელიორაციის სისტემების ფუნქციონირების შესახებ.

სასწავლო ვიზიტების ფარგლებში მოსწავლეებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები. მათ მიიღეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში გამოყენებული თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების შესახებ.

„აგროსკოლა” 2022 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის აგრარული პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროფესიული არჩევანის გააზრების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესება.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს