ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 4

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა. მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის გა…

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 100 ლარისა; 30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 300 ლარისა, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის 300-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული.

მისივე თქმით, 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ 100-ქულიან სისტემაში 10 ქულის შემცირებას, (საპატრულო ეკიპაჟის მიერ ჯარიმის გამოწერის შემთხვევაში), 30 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს ასევე ქულათა რაოდენობის 10 ქულით შემცირებას, ნაცვლად 20 ქულისა, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება - 20 ქულით შემცირებას.

როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ხე-ბუჩქნარის დაზიანება გამოიწვევს 500 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად 5 000 ლარისა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს