ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ანაზღაურებად სტაჟირებას საქპატენტში 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ანაზღაურებად სტაჟირებას საქპატენტში 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, საკონკურსო ეტაპების გადალახვის შედეგად, საქპატენტში სტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, საკონკურსო ეტაპების გადალახვის შედეგად, საქპატენტში სტ…

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ფარგლებში, საკონკურსო ეტაპების გადალახვის შედეგად, საქპატენტში სტაჟირებას 9 შერჩეული კანდიდატი გაივლის. ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

დღეს საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ შეხვედრა გამართა 2026 წლის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ის თანამშრომლები, რომლებმაც საქპატენტში საქმიანობა 2023 - 2025 წლებში სტაჟირებით დაიწყეს და დღეს სხვადასხვა პოზიციაზე არიან დასაქმებულნი.

შეხვედრაზე სოსო გიორგაძემ სტაჟიორებს გააცნო საქპატენტის სამუშაოს სპეციფიკა დარგების მიხედვით. ასევე ილაპარაკა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ, მათ შორის გამოგონებაზე პატენტების მიღებასა და საქპატენტში საპატენტო განაცხადის პროცედურების გავლის თაობაზე. სტაჟიორები მონაწილეობას მიიღებენ სამართლებრივი დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების პროექტების შესწავლა-დამუშავებაში, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმატიული აქტების მომზადებაში, გაეცნობიან საქპატენტის მომსახურების სფეროში დანერგილი სერვისების თავისებურებებს.

ის ახალგაზრდები, რომლებიც სტაჟირების პერიოდში გამოავლენენ საქპატენტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარებს, მიიღებენ შესაძლებლობას მომავალში დასაქმდნენ საქპატენტში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს