ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 15

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ უმასპინძლა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ უმასპინძლა…

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯან-თურქეთ-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკამ უმასპინძლა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მასპინძელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და თურქ კოლეგა იაშარ გიულერთან ერთად, სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე იმსჯელა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამმხრივი ფორმატის შეხვედრაზე ირაკლი ჩიქოვანმა მეზობელ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თავის მხრივ, აზერბაიჯანისა და თურქეთის სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეროვნულ ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული, თავდაცვის სფეროში სამმხრივი ფორმატით წარმატებული თანამშრომლობა საერთო მიზნებისა და რეგიონული სტაბილურობის მისაღწევად მტკიცე საფუძველს ქმნის. მან კოლეგებს, არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს თავდაცვის სისტემის რეფორმირებისა და განვითარების პროცესის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. თავდაცვის მინისტრების განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას რეგიონსა და მსოფლიოში უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები წარმოადგენდა. მხარეებმა ამ ფონზე, ქვეყნებს შორის სამხედრო კავშირების გაძლიერებასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ სამი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს.

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, სამმხრივ მინისტერიალამდე ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებოდა სასწავლო ცენტრში - „ქიზილქაია“, სადაც ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნო და საერთაშორისო სწავლება Power of Unity 2026 -ის საჩვენებელ სწავლებას დაესწრო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს