ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 16

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც კლინიკა პაციენტის მიღებაზე ამბობს უარს, ჩვენ ვცდილობთ საკითხი შევისწავლოთ. რაც შეეხება ზარებს, როდესაც სასწრაფო კლინიკას უკავშირდება, ყველა ზარი იწერება და ეს ყველა ექიმისთვის ცნობილია

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც კლინიკა პაციენტის მიღებაზე ამბობს უარს, ჩვენ ვცდილობთ საკითხი შევისწავლოთ. რაც შეეხება ზარებს, როდესაც სასწრაფო კლინიკას უკავშირდება, ყველა ზარი იწერება და ეს ყველა ექიმისთვის ცნობილია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „როდესაც პაციენტის მიღებაზე კლინიკა ამბობს უარს, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, საკითხი შევისწავლოთ, ხომ არ იყო გადაცდომა. როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„როდესაც პაციენტის მიღებაზე კლინიკა ამბობს უარს, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, საკითხი შევისწავლოთ, ხომ არ იყო გადაცდომა. როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახ…

„როდესაც პაციენტის მიღებაზე კლინიკა ამბობს უარს, ეს არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი და საყურადღებო გარემოება. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენ ვცდილობთ, საკითხი შევისწავლოთ, ხომ არ იყო გადაცდომა.

როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური უკავშირდება კლინიკას, სტანდარტული პროცედურაა, რომ ყველა ასეთი ზარი იწერება. ამის თაობაზე ცნობილია უკლებლივ ყველა ექიმისთვის, სასწრაფოს ყველა თანამშრომლისთვის. ასეთი ზარები იწერება და, ბუნებრივია, საკითხის შესწავლის პროცესში ამის თაობაზე ინფორმაციაც იყო.

ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია, ეს არის, რომ არცერთ ექიმს პაციენტისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის უფლება არ გააჩნია. ამის მიმართ დავრჩებით შეურიგებლები, ამას ყველა უნდა შეეგუოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით გუშინ საღამოს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტთან შეხვედრა გამართა, სადაც საქმის გარემოებები დეტალურად განიხილეს.

„გუშინ საღამოს დაწესებულების მენეჯმენტმა ითხოვა ჩემთან შეხვედრა. ჩამოსულები იყვნენ, შევხვდი და საკითხის ირგვლივ დეტალები დავაზუსტეთ. დოკუმენტირებულად, პრაქტიკულად ყველა გარემოების თაობაზე ინფორმაცია მივაწოდე. მათთვისაც ბევრი რამ გახდა გასაგები.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი მოვლენა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება. სამართლებრივი რეაგირება აუცილებლად იქნება, მიუხედავად იმისა, ეს ვინმეს უნდა თუ არა და რა ფორმას ირჩევს აღნიშნულისგან თავის დასაცავად.

მე მგონია, რომ სრული შესაძლებლობა არსებობს, ეს ინფორმაცია დეპერსონალიზებული სახით გავრცელდეს და საჯაროდაც ხელმისაწვდომი გახდეს. ეს არის არჩევანი, რომელიც, სამწუხაროდ, თავად გააკეთა ბატონმა ჯუმბერმა. სამწუხაროა, მაგრამ ასეთია რეალობა. ამიტომ, რაც არ უნდა მაღალი ყოფილიყო აჟიოტაჟის ინტენსივობა, რეალურად არავითარი მიზეზი ასეთი აჟიოტაჟისთვის არ არსებობდა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს