ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი

კანონპროექტის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღება 18 წლიდან იქნება შესაძლებელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი ასაკობრივი დიაპაზონი იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი ასაკობრივი დიაპაზონი იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგ…

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებისთვის დადგენილი ასაკობრივი დიაპაზონი იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინა.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიღებისას კანდიდატის ასაკობრივი შეზღუდვა ამჟამად არსებული 21–35 წლის ნაცვლად, 18-40 წლით განისაზღვრება.

ასევე, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და განსაზღვრულ ასაკს მიღწეული სამსახურის თანამშრომლებისთვის დაწესდება განსხვავებული შეზღუდვები ზღვრულ ასაკთან მიმართებით. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლებს საკუთარი სურვილით, შეიძლება გაუგრძელდეთ სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზევით, ხუთ წლამდე ვადით. ეს პირები იქნებიან – სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილეები და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების უფროსები.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, სამსახურის თანამშრომლის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომად „შენიშვნაც“ განისაზღვრება

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს