ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების ინსტიტუციური წევრია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების ინსტიტუციური წევრია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების (EMS) ინსტიტუციური წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება EMS-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების (EMS) ინსტიტუციური წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება EMS-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა,…

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების (EMS) ინსტიტუციური წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება EMS-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა, სათათბირო სხდომაზე, ერთხმად მიიღო. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„EMS-ის ინსტიტუციური წევრობა გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ევროპის მათემატიკურ საზოგადოებაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტეგრაციისთვის. პარტნიორობა გაზრდის უნივერსიტეტის ცნობადობას, მოიზიდავს უცხოელ მეცნიერებსა და მკვლევრებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების კიდევ უფრო გაძლიერებას. ამასთან, თანამშრომლობა კვლევით ცენტრს საშუალებას მისცემს, შექმნას ხელშემწყობი პირობები KIU-ს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და ფიზიკის სკოლების სტუდენტების მხარდასაჭერად.

ევროპის მათემატიკური საზოგადოება, რომლის ინსტიტუციური წევრები არიან ევროპის წამყვანი სამეცნიერო ცენტრები და ინსტიტუტები, წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო აკადემიურ-სამეცნიერო ორგანიზაციას. KIU გახდა რეგიონში პირველი უნივერსიტეტი, რომლის კვლევითმა ცენტრმა EMS-ის ინსტიტუციური წევრის სტატუსი მოიპოვა", - აღნიშნულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს