ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

აგრარულ სფეროში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აგრარულ სფეროში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აგრარული სფეროს შესახებ ინფორმაციისა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აგრარული სფეროს შესახებ ინფორმაციისა და…

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აგრარული სფეროს შესახებ ინფორმაციისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდა, აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა.

თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ აგრარული სფეროს თანამედროვე მიმართულებებს, პროფესიებსა და დასაქმების შესაძლებლობებს, ასევე მიიღონ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგრარულ სფეროში მოთხოვნად და დეფიციტურ პროფესიებს. ამ მიმართულებით დაგეგმილია ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდული, გარემოსდაცვითი და აგრარული ინიციატივების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას.

„დღეს აგრარულ მიმართულებებში არაერთი პროფესიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი თაობის ჩართულობა. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდებს მივაწვდით ინფორმაციას აგრარულ სფეროში არსებული პროფესიული შესაძლებლობების შესახებ და შევუქმნით შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ საკუთარ რეგიონებში შეძლონ ამ შესაძლებლობების გამოყენება“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.

თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ასევე იმუშავებენ აგრარული სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდისა და პროფესიული არჩევანისთვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს