ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

მოსწავლეთა იდეების კონკურსი „შენი იდეა ტყისთვის“ დასრულდა

მოსწავლეთა იდეების კონკურსი „შენი იდეა ტყისთვის“ დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა იდეების კონკურსი – „შენი იდეა ტყისთვის“ დასრულდა. კონკურსი პროექტ „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgi…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა იდეების კონკურსი – „შენი იდეა ტყისთვის“ დასრულდა. კონკურსი პროექტ „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgi…

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული მოსწავლეთა იდეების კონკურსი – „შენი იდეა ტყისთვის“ დასრულდა.

კონკურსი პროექტ „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“-ს ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართვას ტყის დაცვის, აღდგენისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით ინოვაციური იდეების შექმნაში.

კონკურსში მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ინდივიდუალურად წარადგინეს საკუთარი იდეები. მონაწილეთა ნამუშევრები შეეხებოდა ტყის დაცვისა და აღდგენის, ტყის ხანძრების პრევენციისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების საკითხებს.

კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებმა იდეები ონლაინ ფორმატის საშუალებით წარმოადგინეს, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეულმა ფინალისტებმა საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინეს.

ფინალური ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ საკუთარი ხედვები, ემსჯელათ ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობაზე და გაცნობოდნენ სფეროს სპეციალისტების გამოცდილებას.

კონკურსის ფინალისტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლის ფარგლებში შეხვდნენ დარგის სპეციალისტებს და ეწვივნენ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს, სადაც ადგილზე გაეცნენ ტყის ეკოსისტემების მნიშვნელობასა და დაცვის პრაქტიკულ საკითხებს.

კონკურსის გამარჯვებულები სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლინდნენ. მათ გადაეცათ სასაჩუქრე ვაუჩერები და სერთიფიკატები.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.





როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს