ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

შეკვეთილში მდებარე პარკ „საქართველო მინიატურებში“ ინფრასტრუქტურა განახლდა

შეკვეთილში მდებარე პარკ „საქართველო მინიატურებში“ ინფრასტრუქტურა განახლდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შეკვეთილში მდებარე პარკი „საქართველო მინიატურებში“ სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება. სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია, გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შეკვეთილში მდებარე პარკი „საქართველო მინიატურებში“ სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება. სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია, გ…

შეკვეთილში მდებარე პარკი „საქართველო მინიატურებში“ სტუმრებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება.

სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა პარკში წარმოდგენილი ყველა მინიატურული ძეგლის რესტავრაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო გარე განათების სისტემა, რაც პარკს საშუალებას მისცემს, ვიზიტორებს უფრო გვიან საათებშიც უმასპინძლოს.

ინფრასტრუქტურასთან ერთად განახლდა შეთავაზებები. პარკში მისულ ჯგუფურ ტურებს ამიერიდან კონკრეტული ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ: 10-20 სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 10%; 21-30 სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 15%; 31 + სტუმარზე მოქმედებს ფასდაკლება 20%.

აღსანიშნავია, რომ შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია ონლაინ ან ადგილზე რეგისტრაციის გავლა. ონლაინ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

პარკში „საქართველო მინიატურებში“ საქართველოს 56 კულტურული და ისტორიული ძეგლის მინიატურული ვერსიაა წარმოდგენილი, რაც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ოჯახური და საგანმანათლებლო ვიზიტებისთვის, ერთ დღეში გაეცნონ ქართულ მემკვიდრეობას. განახლებული პარკი ვიზიტორებს დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოემსახურება.

პარკი „საქართველო მინიატურებში“ Starring Georgia-ს ეკოსისტემას 2025 წლიდან შეუერთდა.

STARRING GEORGIA რეგიონის გასართობი ინდუსტრიის მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ, კულტურულ და შემეცნებით-გასართობ გამოცდილებებს აერთიანებს. იგი 2023 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და Black Sea Arena-ს ორგანიზებით დაარსდა. პროექტის მიზანია ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობა, კულტურული ლანდშაფტის გაძლიერება და მსოფლიო დონის ვარსკვლავების შოუების მასპინძლობა.

ინფორმაციას „სტარინგ ჯორჯია“ ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს