ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 3

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პედაგოგებისთვის STEAM ბანაკს მასპინძლობს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) პედაგოგებისთვის STEAM ბანაკს მასპინძლობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი გაიხსნა. ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა გახსნა. ინფორმაციას ქუთაისის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი გაიხსნა. ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა გახსნა. ინფორმაციას ქუთაისის…

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) მასწავლებლებისთვის STEAM ბანაკი გაიხსნა. ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა გახსნა. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

სამინისტროს ინიციატივით, პროექტი უკვე მესამე წელია ხორციელდება და მიზნად ისახავს საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და შემოქმედებითი მიმართულებების გაძლიერებას. ლევან ღირსიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ორგანიზატორებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პედაგოგებს STEAM განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

STEAM ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი და ქალაქ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი.

ბანაკის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა STEAM მიმართულებით სასწავლო დავალებების შემუშავებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა (Art) და მათემატიკის ინტეგრირებული სწავლების ხელშეწყობას.

პედაგოგები შეისწავლიან სკოლებში STEAM კლუბების შექმნისა და ეფექტიანი მართვის საკითხებს და გაეცნობიან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე არსებულ საუკეთესო პრაქტიკებს. გარდა ამისა, პრაქტიკული აქტივობების საშუალებით განივითარებენ პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს ორგანიზებისთვის საჭირო კომპეტენციებს.

ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეები საკუთარ სკოლებში STEAM კლუბებს დააფუძნებენ, რომლებიც პრაქტიკული პროექტების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლეებში შემოქმედებითი და კვლევითი უნარების განვითარებას, რაც მათ STEAM მიმართულების ინტეგრირებულ სასწავლო აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

პროგრამის - „STEAM განათლება“ - ფარგლებში, 500-მდე სკოლიდან 288 მასწავლებელი დარეგისტრირდა, საიდანაც ტესტირების საფუძველზე შეირჩა საუკეთესო შედეგის მქონე 100 პედაგოგი.

STEAM ბანაკს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 22 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს