ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების ახალგაზრდა საჯარო მოხელეები ეწვივნენ

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების ახალგაზრდა საჯარო მოხელეები ეწვივნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროფესიული განვითარების პროგრამის - Capacity Development Programme (CDP) Strengthening Global Connections through Public Sector Development ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროფესიული განვითარების პროგრამის - Capacity Development Programme (CDP) Strengthening Global Connections through Public Sector Development ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნ…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროფესიული განვითარების პროგრამის - Capacity Development Programme (CDP) Strengthening Global Connections through Public Sector Development ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების ახალგაზრდა საჯარო მოხელეები ეწვივნენ.

დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა და ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, აგრობიომრავალფეროვნების დაცვისა და გენეტიკური რესურსების კონსერვაციის მნიშვნელობა გააცნო. სტუმრებმა დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზაზე დაცული უნიკალური კოლექციები და გაეცნენ ცენტრის მიერ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცესაც ესტუმრნენ. მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა ნიკოლოზ კირვალიძემ მათ ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, ადგილობრივი ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებისა და ქვევრის ღვინის კულტურის შესახებ ინფორმაცია გააცნო. სტუმრები ასევე გაეცნენ ქართული მეღვინეობის იმ ტრადიციებს, რომლებიც ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ვიზიტის დასასრულს გაიმართა იშვიათი და ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია. დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ქართული ღვინის გამორჩეულ გემოვნურ მახასიათებლებსა და ვაზის უნიკალურ ჯიშურ მრავალფეროვნებას.

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების ახალგაზრდა საჯარო მოხელეები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საჯარო ინსტიტუციის საქმიანობას, ასევე საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს