ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 9

ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა

ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე სპორტსმენთა ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სპორტის მინისტრი მოად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სპორტის მინისტრი მოად…

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონია გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას სპორტის მინისტრი მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე დაესწრო და სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს სენეგალის დედაქალაქი დაკარი. თამაშებში მონაწილეობას მიიღებს 205 ქვეყნის 2655 სპორტსმენი, შეჯიბრებები გაიმართება სპორტის 25 სახეობაში. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში - მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა - იასპარეზებს 13 სპორტსმენი.

ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენების სახელით ფიცი დადო ქვიშაზე მოჭიდავე ლუკა მახარაძემ. დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს მედროშეები იქნებიან მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას სეოკის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი უხელმძღვანელებს, ოლიმპიურ სოფელში კი მისი ხელმძღვანელი იქნება სეოკის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული ისტორია აქვს. 2018 წელს ბუენოს-აირესში გამართულ III ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე ჩემპიონი გახდა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები პირველად 2010 წელს სინგაპურში გაიმართა, მეორე თამაშებს 2014 წელს ჩინეთმა უმასპინძლა, ხოლო მესამე ოლიმპიური თამაშები 2018 წელს არგენტინაში ჩატარდა. სამი ოლიმპიური თამაშების ჯამში საქართველოს სპორტსმენებმა 10 მედალი მოიპოვეს: 1 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი.

დაკარში იასპარეზებენ:

ფარიკაობა - გიორგი ურუშაძე;

მშვილდოსნობა - დავით ბასილაძე;

უშუ - გვანცა ქარჩავა;

ცურვა - ანასტასია მიქელაშვილი - 100 მ, თავისუფალი სტილი; დაჩი მესხიშვილი - 100 მ, თავისუფალი სტილი;

კრივი - ემილ ისმაილოვი - 55 კგ;

ტაეკვონდო - შოთა ზედგენიძე - 63 კგ;

ძიუდო - ვაჟა გენგაშვილი - 81 კგ;

ქვიშის ჭიდაობა - დავით მძევაშვილი - 60 კგ, ლუკა მახარაძე - 70 კგ, ბოგდან კვანტალიანი - 80 კგ, ნურადინ მუსტაფაევი - 90 კგ;

მძლეოსნობა - ნინო გოგიტიძე - 200 მ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს