ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი2 წთ საკითხავი👁 19

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო ლეგენდა ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამის შემცვლელი გახდება და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო ლეგენდა ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამის შემცვლელი გახდება და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწ…

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო ლეგენდა ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამის შემცვლელი გახდება და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

54 წლის ზიდანი ამ თანამდებობაზე დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა მთავარ კანდიდატად და რამდენიმე წელი ელოდა შესაძლებლობას, ქვეყნის ნაკრები ჩაებარებინა. მას შემდეგ, რაც 2021 წელს მადრიდის „რეალი“ დატოვა, მას მწვრთნელად აღარ უმუშავია.

ესპანურ გრანდში მუშაობის პერიოდში ზიდანმა, როგორც ნახევარმცველმა ვარსკვლავმა და მწვრთნელმა, გუნდს ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოაგებინა - 2016, 2017 და 2018 წლებში. ეს მიღწევა ტურნირის თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტოა.

დეშამი საფრანგეთის ნაკრებს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა და თანამდებობა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დატოვა. მუნდიალზე საფრანგეთმა ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხი განიცადა.

დეშამის ხელმძღვანელობით საფრანგეთმა 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2022 წელს ფინალში პენალტების სერიაში დამარცხდა. ფრანგებმა ასევე წააგეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი, რომელიც საფრანგეთში ჩატარდა.

ზიდანი საფრანგეთის ნაკრების სათავეში ყოფილი თანაგუნდელების ლორან ბლანისა და დიდიე დეშამის კვალს გაჰყვება. ბლანი ეროვნულ გუნდს 2010 - 2012 წლებში ხელმძღვანელობდა.

ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მთავარი შემოქმედი იყო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც გუნდმა ტურნირი მოიგო. მან ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშში ორი გოლი გაიტანა. ორი წლის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატის მოგებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

1998 წელს ზიდანმა „ოქროს ბურთი“ მოიგო.

ზიდანის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ნაკრების პირველი მატჩები ერთა ლიგაზე გაიმართება: 25 სექტემბერს გუნდი სტუმრად თურქეთს შეხვდება, სამი დღის შემდეგ კი ბელგიას დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, 2 ოქტომბერს საფრანგეთი „სტად დე ფრანსზე“ იტალიას უმასპინძლებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს