ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

Euronews: ბელგიის პრემიერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გამართული მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა

Euronews: ბელგიის პრემიერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გამართული მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გ…

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა ორშაბათს დილით სამეფო სასახლეში მეფე ფილიპს მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რაც ბიუჯეტის ირგვლივ გამართული მოლაპარაკებების ჩაშლას მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

დე ვევერმა სამეფო სასახლე მეფე ფილიპთან დაახლოებით 1.5-საათიანი შეხვედრის შემდეგ დატოვა ისე, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მოსალოდნელია, რომ მეფე შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მაქსიმ პრევოს თქმით, „ზედმეტად ბევრი შეუთანხმებელი დეტალი დარჩა“. „ყველა პრობლემური პუნქტის ჩამოთვლას მარადისობა დასჭირდება“, - განუცხადა მან ბელგიურ მედიას.

ევროკავშირის საბიუჯეტო შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად, მთავრობამ 10 მილიარდი ევროს დაზოგვა უნდა უზრუნველყოს.

გასულ წელს ბიუჯეტის დეფიციტმა 5%-ს მიაღწია, რაც ევროპული რეგულაციებით დადგენილ 3%-იან მაქსიმუმს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ამასთან, ბელგიის სახელმწიფო ვალი 735 მილიარდ ევროს გადასცდა, რაც ქვეყნის მშპ-ის 110%-ზე მეტია - იმ ფონზე, როდესაც ნებადართული ზღვარი 60%-ს შეადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს