ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

დონალდ ტუსკი: კაროლ ნავროცკი ძალისმიერ კონფრონტაციას ირჩევს, რაც შესაძლოა პოლონეთს ძალიან ძვირი დაუჯდეს

დონალდ ტუსკი: კაროლ ნავროცკი ძალისმიერ კონფრონტაციას ირჩევს, რაც შესაძლოა პოლონეთს ძალიან ძვირი დაუჯდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ოპოზიციურ ძალებთან დაპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ოპოზიციურ ძალებთან დაპ…

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო და პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ოპოზიციურ ძალებთან დაპირისპირებაში პოზიციების დათმობა გამორიცხა.

„კონფლიქტის კვანძის გახსნა მარტივია და ეს კონსტიტუციის ჩასწორების გარეშეც სრულიად შესაძლებელია: პრეზიდენტმა აღიაროს სეიმის მიერ კანონიერად არჩეული მოსამართლეები, როგორც ამას კონსტიტუცია მოითხოვს, ისინი კი ტრიბუნალში თავიანთ საქმიანობას შეუდგებიან. ჯერჯერობით კი კაროლ ნავროცკი ძალისმიერ კონფრონტაციას ირჩევს, რაც შესაძლოა პოლონეთს ძალიან ძვირი დაუჯდეს. დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო ვერ დაიხევს უკან ძალადობის წინაშე - იმის მიუხედავად, თუ რაოდენ გავლენიანი საგარეო ძალები ზურგს დაუჭერენ PiS-ის, „კონფედერაციის“, ბრაუნისა და ნავროცკის იერიშს“, - დაწერა დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს