ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ოპოზიცია უკრაინაში ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც კიევთან ახლოს მდებარე სოფელში სამხედროების წამებაში მონაწილეობდა

ოპოზიცია უკრაინაში ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, ვინც კიევთან ახლოს მდებარე სოფელში სამხედროების წამებაში მონაწილეობდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც კიევთან ახლოს მდებარე სოფლის პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკის ერთ-ერთ კ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც კიევთან ახლოს მდებარე სოფლის პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკის ერთ-ერთ კ…

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, ყველა ის ადამიანი, ვინც კიევთან ახლოს მდებარე სოფლის პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკის ერთ-ერთ კერძო სახლში ჯარისკაცებს აწამებდა, უნდა დაისაჯოს.

როგორც გონჩარენკომ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სახლში, სადაც სამხედროები იყვნენ უკანონოდ დაპატიმრებულები, საწამებელი ოთახები იყო მოწყობილი.

„მივმართავ ყველას, გააზიარეთ ეს ვიდეო და მიაღწიეთ სამართლიანობას, რათა უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ დაასახელოს ყველა, ყველას სახელები, ვინც დამნაშავეა. ყველა უნდა დაისაჯოს, რადგან ამის ასე დატოვება არ შეიძლება“, - განაცხადა გონჩარენკომ.

მან მიმართა პოლიტიკოსებს, ბლოგერებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს, რათა ისინი ჩუმად არ იყვნენ. „დღეს ეს ადამიანები არიან, ხვალ შეიძლება მათ ადგილას იყოს თქვენი ძმა, შვილი, მამა, ქმარი. ასე არ უნდა ხდებოდეს“, - დასძინა მან.

როგორც გონჩარენკომ აღნიშნა, ქვეყანა ორად არის გაყოფილი. ერთ კატეგორიაში არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, ხოლო მეორე კატეგორიაში - ყველა დანარჩენი.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საუბარია დაახლოებით 40 სამხედროზე. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს