ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

ალის ვაიდელი უკრაინაში ჯარისკაცების სავარაუდო წამებაზე: მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხს დააყენებს

ალის ვაიდელი უკრაინაში ჯარისკაცების სავარაუდო წამებაზე: მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხს დააყენებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი კიევის ოლქში მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი კიევის ოლქში მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და…

ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ალის ვაიდელი კიევის ოლქში მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინულ მხარესთან ამ საკითხს დააყენებს.

როგორც ვაიდელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, დღეს ბერლინში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან. მას იმედი აქვს, რომ გერმანიის მთავრობა ზელენსკისთან შეხვედრაზე აღნიშნული საკითხით დაინტერესდება.

„მოველი, რომ ფედერალური მთავრობა დღეს ბერლინში ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში ამ საკითხს დააყენებს“, - დაწერა ვაიდელმა.

ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს