ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყო

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ში შუალედური არჩევნები დაიწყო. ინფორმაციას DW ავრცელებს.საარჩევნო უბნები ქვეყნის სხვადასხვა შტატში გაიხსნა, ამომრჩევლები კი წარმომადგენელთა პალატის სრულ შე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ში შუალედური არჩევნები დაიწყო. ინფორმაციას DW ავრცელებს.საარჩევნო უბნები ქვეყნის სხვადასხვა შტატში გაიხსნა, ამომრჩევლები კი წარმომადგენელთა პალატის სრულ შე…

აშშ-ში შუალედური არჩევნები დაიწყო. ინფორმაციას DW ავრცელებს.

საარჩევნო უბნები ქვეყნის სხვადასხვა შტატში გაიხსნა, ამომრჩევლები კი წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას, სენატის ნაწილსა და შტატების გუბერნატორებს ირჩევენ.

პირველი საარჩევნო უბნები ვერმონტის შტატში ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე გაიხსნა. დილის 6 საათიდან კენჭისყრა კონექტიკუტის, ინდიანის, კენტუკის, ლუიზიანის, მეინის, მისურის, ნიუ-ჯერსის, ნიუ-იორკისა და ვირჯინიის შტატებშიც დაიწყო.

საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით საღამოს 6-დან 9 საათამდე დაიხურება, ხმების დათვლა კი კენჭისყრის დასრულებისთანავე დაიწყება.

წინასწარი ხმის მიცემით 47 შტატსა და ვაშინგტონში 57 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე ისარგებლა. არჩევნების ძირითად დღეს კი მილიონობით ამერიკელი საარჩევნო უბნებზე მისცემს ხმას.

აღსანიშნავია, რომ მთავარი ბრძოლა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლისთვის მიმდინარეობს. „რესპუბლიკელები“ უმრავლესობის შენარჩუნებას ცდილობენ, „დემოკრატები“ კი მის მოპოვებას. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, რამდენად შეძლებს ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარი საკანონმდებლო დღის წესრიგის განხორციელებას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს