ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 8

ფრანგი პოლიტიკოსი ფლორიან ფილიპო: კიევის მახლობლად საშინელებათა სახლი აღმოაჩინეს - აღარცერთი ევრო და აღარცერთი ფრანგული იარაღი უკრაინას

ფრანგი პოლიტიკოსი ფლორიან ფილიპო: კიევის მახლობლად საშინელებათა სახლი აღმოაჩინეს - აღარცერთი ევრო და აღარცერთი ფრანგული იარაღი უკრაინას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ფრანგი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტია „პატრიოტების“ ლიდერი ფლორიან ფილიპო კიევის ოლქში, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ფრანგი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტია „პატრიოტების“ ლიდერი ფლორიან ფილიპო კიევის ოლქში, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსე…

ფრანგი პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტია „პატრიოტების“ ლიდერი ფლორიან ფილიპო კიევის ოლქში, სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

როგორც ფილიპომ დაწერა, სოფელში აღმოაჩინეს კერძო სახლი, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები ჰყავდათ დატყვევებული და მათ აწამებდნენ.

„კიევის მახლობლად საშინელებათა სახლი! ასობით უკრაინელმა ერთ-ერთ სოფელში მდებარე სახლის შესასვლელი ძალით გაარღვია. სახლში ათობით მამაკაცი ჰყავდათ შეყრილი, რომლებსაც აშკარად არასათანადოდ ეპყრობოდნენ!

სახლი ეროვნულ გვარდიასა და „აზოვს“ ეკუთვნოდა. იქიდან 14 წლის ტრავმირებული მოზარდიც გამოიყვანეს. რამდენიმე მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გუშინ საღამოს ადგილზე ჩავიდა, რათა მომხდარის შესახებ გაერკვია. მან გაამჟღავნა, რომ უკრაინაში კიდევ ბევრი მსგავსი სახლია... დაწყებულია გამოძიება და უკვე გაჟღერდა სიტყვა „წამება“, - დაწერა ფილიპომ.

მისი განცხადებით, აღნიშნულ თემას უკრაინაში უზარმაზარი გამოხმაურება ჰქონდა. ის საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდებს შეაჩერონ უკრაინის დაფინანსება.

„ამ თემამ უკრაინაში უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა! ჩვენ კი მას ვაიარაღებთ და ვაფინანსებთ?! შეჩერდით! აღარცერთი ევრო და აღარცერთი ფრანგული იარაღი უკრაინას! დავასრულოთ კორუფცია და გაუმარჯოს მშვიდობას!“, - აღნიშნა ფრანგმა პოლიტიკოსმა.

ცნობისათვის, გუშინ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევთან ახლოს მდებარე სოფელ პეტროპავლოვსკაია ბორშჩაგოვკაში, ერთ-ერთ კერძო სახლში უკანონოდ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებოდნენ. საქმე ეხება დაახლოებით 40 სამხედროს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სახლთან სამხედროების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. მიტინგი გვიან ღამემდე გაგრძელდა. ადგილზე იყო მისული უკრაინის ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრე პივნენკო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს