ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

AP: ტრამპის პარტიამ უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაშიც დაკარგა

AP: ტრამპის პარტიამ უმრავლესობა წარმომადგენელთა პალატაშიც დაკარგა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, „რესპუბლიკურმა“ პარტიამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა. ინფორმაციას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, „რესპუბლიკურმა“ პარტიამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა. ინფორმაციას…

აშშ-ში გამართული შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, „რესპუბლიკურმა“ პარტიამ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა დაკარგა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, „დემოკრატიულ“ პარტიას წარმომადგენელთა პალატაში 225 მანდატი ექნება, ხოლო უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის 218 ადგილია საკმარისი. „რესპუბლიკურ“ პარტიას 136 ადგილი ექნება.

აღსანიშნავია, რომ „დემოკრატებმა“ უმრავლესობა კონგრესის სენატშიც მოიპოვეს. იქ მათ 54 მანდატი ერგოთ, მაშინ როდესაც უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად 50 მანდატიც იყო საკმარისი. „რესპუბლიკელებს“ სენატში 43 მანდატი ერგოთ.

„რესპუბლიკელებმა“ გუბერნატორების არჩევნებიც წააგეს. 24 შტატში გუბერნატორის თანამდებობას „დემოკრატები“ დაიკავებენ, ხოლო 19 შტატში - „რესპუბლიკელები“.

ცნობისთვის, აშშ-ში შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს