ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

POLITICO: ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურს - 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გაუქმება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი უფლებამოსილებების მკვეთრად შემცირება სურს

POLITICO: ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურს - 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გაუქმება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი უფლებამოსილებების მკვეთრად შემცირება სურს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურს - ეს მარინ ლე პენია, - წერს გამოცემა POLIT…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურს - ეს მარინ ლე პენია, - წერს გამოცემა POLIT…

ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელს, კაია კალასს კიდევ ერთი მტერი ჰყავს, ვისაც მისი თანამდებობიდან ჩამოშორება სურს - ეს მარინ ლე პენია, - წერს გამოცემა POLITICO.

პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ოთხი ოფიციალური პირის ცნობით, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მარინ ლე პენს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის გაუქმება ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი უფლებამოსილებების მკვეთრად შემცირება სურს.

„რეალობა ის არის, რომ [კალასის] სარგებლიანობა ძალიან შეზღუდულია და ის წევრი ქვეყნების დიპლომატიის დუბლირებას ახდენს“, - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ პრეზიდენტის, ჟორდან ბარდელას მრჩეველმა, შარლ-ანრი გალუამ. - „მის ლეგიტიმურობას არავინ აღიარებს, განსაკუთრებით არც შეერთებული შტატები და არც ჩინეთი“.

ეს კომენტარები ევროკავშირის ძალაუფლების ირგვლივ მზარდ დაძაბულობაზე მიუთითებს, რადგან ნაციონალისტური პარტიები - საფრანგეთიდან გერმანიამდე და პოლონეთამდე - ცდილობენ ბრიუსელისგან ძალაუფლება დაიბრუნონ, სადაც საგარეო პოლიტიკა მათ ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს. ეს ასევე დამატებით ზეწოლას ახდენს კალასსა და ევროპის საგარეო სამსახურზე (EEAS), რომელიც საგარეო პოლიტიკის სფეროში გაჭიანურებულ შიდა დავაშია ჩაბმული ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით მოქმედ ევროკომისიასთან.

„ეროვნულ გაერთიანებაში“ მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური არა მხოლოდ გადასახადების გადამხდელთა ფულის ფუჭი ხარჯვაა, არამედ ხელსაც უშლის ევროპულ ქვეყნებს, საკუთარი ძალა მსოფლიო ასპარეზზე აჩვენონ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს