ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, უ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, უ…

ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასთან დაკავშირებით ნებისმიერი არსებითი განხილვა მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, დაიწყოს, რაც უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება მიღწეული. ამასთან, ასეთი მოლაპარაკებები შესაბამის ფორმატში უნდა გაიმართოს, განსაკუთრებით ნატო-ს მოკავშირეებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენმა ასევე მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების, უკრაინისა და რუსეთის სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლებიც 10 ნოემბერს აბუ დაბიში უნდა დაიწყოს. მოლაპარაკებების ძირითად სამმხრივ ფორმატში ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები უშუალოდ არ მონაწილეობენ, თუმცა აბუ დაბიში ევროკავშირისა და რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს დელეგაციებიც იქნებიან წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთთან შესაძლო ფართომასშტაბიან შეთანხმებაზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, მთელ ევროპას შეეხოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს