ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 53% ომის დასრულებამდე უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მომხრეა, 45% – წინააღმდეგი

გამოკითხვის თანახმად, გერმანელების 53% ომის დასრულებამდე უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მომხრეა, 45% – წინააღმდეგი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჟურნალ „შტერნისთვის“ Forsa Institute-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, კვლევაში მონაწილე გერმანელების 53% ომის დასრულებამდე უკრაინისთვის მხარდაჭერის გა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჟურნალ „შტერნისთვის“ Forsa Institute-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, კვლევაში მონაწილე გერმანელების 53% ომის დასრულებამდე უკრაინისთვის მხარდაჭერის გა…

ჟურნალ „შტერნისთვის“ Forsa Institute-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, კვლევაში მონაწილე გერმანელების 53% ომის დასრულებამდე უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების მომხრეა, წინააღმდეგია 45%, ხოლო მტკიცე პოზიცია არ აქვს 2%-ს.

კვლევა ასევე აჩვენებს, თუ რომელი პარტიის მომხრეთა რამდენი პროცენტი უჭერს ან ეწინააღმდეგება უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელებას.

კვლევის მიხედვით, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) მხარდამჭერთა 75% უკრაინისთვის დახმარების გაგრძელების მომხრეა, წინააღმდეგია 23%.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდამჭერთა 84% კი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებას ეწინააღმდეგება, მომხრეა მხოლოდ 14%.

მიმდინარე ომში უკრაინელთა მხარდამჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „მწვანეთა პარტიის“ (Greens) მომხრეებმა დააფიქსირეს. მათი რაოდენობა 85%-ია, წინააღმდეგია მხოლოდ 13%.

ცნობისთვის კვლევითმა ორგანიზაცია Forsa Institute-მა კვლევა 5-6 ნოემბერს ჩაატარა. მასში მონაწილეობა 1 001-მა მოქალაქემ მიიღო. კვლევის ცდომილება ±3% -ია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს