ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

დონალდ ტრამპი: პიტ ჰეგსეტს იმპიჩმენტის ნაცვლად შექება ეკუთვნის

დონალდ ტრამპი: პიტ ჰეგსეტს იმპიჩმენტის ნაცვლად შექება ეკუთვნის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს, რომლის წინააღმდეგაც კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, საჯაროდ მხარი დაუჭირა.როგორც ტრამპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს, რომლის წინააღმდეგაც კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, საჯაროდ მხარი დაუჭირა.როგორც ტრამპ…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს, რომლის წინააღმდეგაც კონგრესში იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო, საჯაროდ მხარი დაუჭირა.

როგორც ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, ჰეგსეტს იმპიჩმენტის ნაცვლად შექება ეკუთვნის.

„დამარცხებული, სრულიად ხელმოცარული „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ტომას მესი პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტს ცდილობს. ჰეგსეტი შესაძლოა ქვეყნის სამხედრო სფეროს ყველაზე პოპულარული და წარმატებული მაღალჩინოსანია. სამხედრო სამსახურში რეკრუტირება რეკორდულ, ყველა დროის უმაღლეს მაჩვენებელზეა, მაშინ როდესაც მძინარე ჯო ბაიდენის პრეზიდენტობისას ის ისტორიულ მინიმუმამდე იყო შემცირებული. ამას ემატება ორი გამარჯვება - ვენესუელასა და ირანში. პიტ ჰეგსეტს იმპიჩმენტის ნაცვლად შექება ეკუთვნის. კონგრესო, მხარი დაუჭირე პიტს!!!“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში ამერიკის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. პროცედურის ინიციატორი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ტომას მესია. ის თავდაცვის მდივანს კონგრესის ნებართვის გარეშე ომის უკანონოდ წარმოებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს