ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

უკრაინული დელეგაცია აბუ-დაბიში ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

უკრაინული დელეგაცია აბუ-დაბიში ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინულმა დელეგაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინულმა დელეგაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის…

უკრაინულმა დელეგაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ავრცელებს.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მუშაობა დავიწყეთ. პირველი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატოსა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან გაიმართება. მათ ასევე შეუერთდებიან აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპამდე პოზიციებს შევაჯერებთ და შემდგომ ნაბიჯებს შევათანხმებთ“, - დაწერა უმეროვმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

როგორც უმეროვი წერს, ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები სამმხრივი ფორმატით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ომის შემდგომი უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, უკრაინის ეკონომიკური აღდგენა და განვითარება, ასევე ჰუმანიტარული საკითხები. ვმუშაობთ, რომ ამ მხრივ მაქსიმალურ პროგრესს მივაღწიოთ და მშვიდობას დავაახლოოთ“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს