ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 5

მარკო რუბიო: „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხი ტრამპის საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის

მარკო რუბიო: „რესპუბლიკელების“ საარჩევნო მარცხი ტრამპის საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენა…

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მარცხი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ კურსზე გავლენას არ მოახდენს.

პარიზში „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის პოლიტიკას საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს, მიუხედავად იმისა, რომ შუალედურ არჩევნებში მისმა „რესპუბლიკურმა“ პარტიამ მძიმე მარცხი განიცადა.

მისი თქმით, ტრამპი ირანთან და რუსეთ-უკრაინის ომში კონფლიქტების დასრულებას ისახავს მიზნად, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე შეერთებული შტატები კვლავ პრინციპით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ იმოქმედებს.

„კონგრესს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში თავისი როლი აქვს, განსაკუთრებით დაფინანსებისა და ზედამხედველობის კუთხით, თუმცა საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება პრეზიდენტი“, - განაცხადა რუბიომ.

როგორც Associated Press-ი წერს, პარიზში გამართული შეხვედრა რუბიოს პირველი საგარეო ვიზიტია მას შემდეგ, რაც შუალედური არჩევნების შედეგად „დემოკრატებმა“ კონგრესზე კონტროლი მოიპოვეს. მათი წარმატება, ნაწილობრივ, ადმინისტრაციის არაპოპულარულ პოლიტიკას, მათ შორის ირანის ომს უკავშირდება. ამ ფონზე, აშშ-ის მოკავშირეებში კითხვები გაჩნდა, შეცვლის თუ არა ტრამპის ადმინისტრაცია საკუთარ პოზიციებს.

რუსეთ-უკრაინის ომის, ირანისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საკითხებზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და იაპონიის პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ორდღიანი შეხვედრების დაწყებისას მხარეები მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

რუბიოს განცხადებით, აშშ არ შეცვლის პოზიციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ და კვლავ გააგრძელებს ამ ინსტიტუტის წინააღმდეგობას. „დიდი შვიდეულის“ სხვა წევრები სასამართლოს მონაწილეები არიან, ტრამპის ადმინისტრაცია კი მისი დაშლისკენ ისწრაფვის, წერს სააგენტო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს