ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

უნგრეთმა კვლავ დაბლოკა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე და მეხუთე კლასტერების გახსნის პროცესი

უნგრეთმა კვლავ დაბლოკა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე და მეხუთე კლასტერების გახსნის პროცესი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთმა კვლავ დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე და მეხუთე კლასტერების გახსნის პროცესი.როგორც „ევროპეისკაია პრავდა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთმა კვლავ დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე და მეხუთე კლასტერების გახსნის პროცესი.როგორც „ევროპეისკაია პრავდა…

უნგრეთმა კვლავ დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე და მეხუთე კლასტერების გახსნის პროცესი.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული საკითხი ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის (COELA) სხდომაზე განიხილეს, სადაც უნგრეთმა კვლავ უარი თქვა უკრაინისთვის მეოთხე და მეხუთე კლასტერების გახსნისთვის აუცილებელი სკრინინგის შედეგების დამტკიცებაზე.

„ცვლილებები არ არის“, – განუცხადა გამოცემას ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა.

ამასთან, როგორც მედია იუწყება, სხდომაზე აღნიშნული ორი კლასტერის სკრინინგის შედეგები არ დამტკიცებულა მოლდოვისთვისაც.

მე-4 კლასტერი – „მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი ურთიერთდაკავშირება“ – მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტრანსევროპული ქსელები, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება.

მე-5 კლასტერი – „რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობის პოლიტიკა“ – მოიცავს სოფლის მეურნეობას, თევზაობას, რეგიონულ პოლიტიკასა და საბიუჯეტო საკითხებს.

ეს არის მოლაპარაკებების ბოლო ორი კლასტერი, რომლებიც უკრაინისთვის და მოლდოვასთვის ჯერ კიდევ არ გახსნილა. უკრაინის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ მათი გახსნა 2026 წლის ბოლომდე მოხერხდება.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს