ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

CNN: ლოს-ანჯელესში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი

CNN: ლოს-ანჯელესში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაღუპულია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში, ნორთ-ჰოლივუდის უბანში, ავტომობილი ქვეითებისა და ქუჩის მოვაჭრეების ჯგუფს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში, ნორთ-ჰოლივუდის უბანში, ავტომობილი ქვეითებისა და ქუჩის მოვაჭრეების ჯგუფს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა…

აშშ-ის ქალაქ ლოს-ანჯელესში, ნორთ-ჰოლივუდის უბანში, ავტომობილი ქვეითებისა და ქუჩის მოვაჭრეების ჯგუფს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, იუწყება CNN-ი.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შემთხვევა მეტროს სადგურის შესასვლელთან მოხდა. თეთრი ფერის ავტომობილი სულ მცირე ხუთ ქვეითს დაეჯახა.

ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ცნობით, სამი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სულ მცირე სამი დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პოლიციის ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია ავტომობილის მძღოლიც.

პოლიციის კაპიტნის უორნერ კასტილიოს განცხადებით, მძღოლი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია. მიმდინარეობს ტესტირება იმის დასადგენად, იმყოფებოდა თუ არა ის შემთხვევის დროს ალკოჰოლის ან სხვა ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ.

შემთხვევის ადგილზე გამართულ პრესკონფერენციაზე ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა განაცხადა, რომ მომხდარის გარემოებების დასადგენად ხანგრძლივი და დეტალური გამოძიება ჩატარდება.

ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და განაცხადა, რომ მისი ოფისი ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

შემთხვევის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს