ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ხვალ რუსეთში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრებიან

ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი ხვალ რუსეთში პუტინთან შესახვედრად გაემგზავრებიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ის და ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვალ რუსეთში გ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ის და ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვალ რუსეთში გ…

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ის და ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვალ რუსეთში გაემგზავრებიან, რათა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

როგორც კუშნერმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტთან ისინი აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგების განსახილველად ჩავლენ.

„სტივი და მე ხვალ მოსკოვში გავემგზავრებით, რათა შევხვდეთ პრეზიდენტ პუტინს და განვიხილოთ ის, რაზეც ვისაუბრეთ დღეს. შევეცდებით მივაღწიოთ უფრო მეტ პროგრესს გარკვეულ საკითხებზე, რადგან გარკვეულ შესაძლებლობებს ვხედავთ“, - განაცხადა კუშნერმა.

მოსკოვში ვიზიტის შემდეგ კუშნერი და უიტკოფი გაემგზავრებიან დუბლინში, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან და აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მასაც მოახსენებენ.

ცნობისთვის, 10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართა. რუსულ დელეგაციას პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა, ხოლო უკრაინულ - ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს