უცნობი ჯარისკაცის საფლავთან სამხედრომ პიტ ჰეგსეტს სიცილის გამო შენიშვნა მისცა

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- არლინგტონში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მორიგე სამხედრომ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტსა და მის მრჩევლებს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ვეტერანთა დღისადმი მიძღვ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
არლინგტონში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მორიგე სამხედრომ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტსა და მის მრჩევლებს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ვეტერანთა დღისადმი მიძღვ…
არლინგტონში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მორიგე სამხედრომ თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტსა და მის მრჩევლებს შენიშვნა მისცა იმის გამო, რომ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ცერემონიის დასრულების შემდეგ მემორიალთან შეკრებილი ჯგუფის ზოგიერთი წევრი სიცილსა და საუბარში შენიშნეს.
„ყველა ვიზიტორი ვალდებულია, ნებისმიერ დროს შეინარჩუნოს სიჩუმე და პატივისცემის ატმოსფერო!“, – ხმამაღლა მიმართა ჯარისკაცმა ჰეგსეტს და მის თანმხლებ პირებს.
აღსანიშნავია, რომ უცნობი ჯარისკაცის საფლავი მნიშვნელოვანი მემორიალია, რომელიც პირველი და მეორე მსოფლიო ომებისა და კორეის ომის დროს დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნება. მემორიალი ასევე მოიცავს ცარიელ საფლავს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების პატივსაცემად არის მოწყობილი.