ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

მედია: სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს

მედია: სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.გავრცელებული ცნობების თანახმად, დაღუპულია სამხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.გავრცელებული ცნობების თანახმად, დაღუპულია სამხ…

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, დაღუპულია სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეექვსე არმიის შტურმანი.

შემთხვევა გამთენიისას კოლპინის გზატკეცილზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული.

ავტომობილში სამხედროსთან ერთად მისი ნათესავიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, დაახლოებით ამავე ადგილას ავტომობილი აფეთქების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ მანქანაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ ქვედა კიდურები დაკარგეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს