ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 0

Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდა

Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომპანია Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომპანია Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომ…

კომპანია Microsoft-ის სერვისების გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტასა და სამუშაო კომუნიკაციის პლატფორმებზე წვდომა შეუზღუდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

შეფერხება შეეხო Outlook-ს, Teams-სა და ხელოვნური ინტელექტის ასისტენტ Copilot-ს. კომპანია დაზიანებული სერვერების მუშაობის აღდგენას ცდილობს.

შეფერხების შესახებ ცნობები 74 ქვეყანაში დაფიქსირდა. შეფერხების პიკზე, აშშ-ში Downdetector-მა Outlook-ის მუშაობასთან დაკავშირებული თითქმის 130 000 შეტყობინება აღრიცხა. მომხმარებლების ნაწილი ელექტრონული წერილების გაგზავნასა და მიღებას ვერ ახერხებდა, ზოგიერთს კი ფოსტაზე წვდომა სრულად შეეზღუდა.

Microsoft-ის თავდაპირველი განმარტებით, პრობლემები Exchange Online-ის საფოსტო ყუთებთან წვდომას უკავშირდებოდა. კომპანიის ცნობით, მისი ინფრასტრუქტურის ნაწილი გაზრდილი დატვირთვის პირობებში მუშაობდა, რაც კავშირის შეცდომებს იწვევდა.

კომპანიაში განაცხადეს, რომ შეფერხების შესამცირებლად ყველა შესაძლო გზას იყენებდნენ. თუმცა, აღდგენილი სერვერების ნაწილი მომხმარებლების დაბრუნებისა და ტრაფიკის ზრდის შემდეგ კვლავ აჩერებდნენ მუშაობას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალაშა გეგეჭკორი: ფონიჭალაში 28 დაზარალებული ოჯახის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა ათასობით ოჯახს გაუწოდა დახმარების ხელი, საქართველო გადაარჩინა ომს, ნგრევას, შიმშილს და განვითარების გზაზე გაიყვანაშემდეგი თემატური მასალა →ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს