ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

"ოქტოპუსი": გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ

"ოქტოპუსი": გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "იუთუბ" არხი "ოქტოპუსი" გავრცელებულ "სკეტჩთან" დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებასა და ონკოპაციენტების მშობლებს შორის უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს . "იუთუბ" არხი განმარტავს, რომ არცერთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"იუთუბ" არხი "ოქტოპუსი" გავრცელებულ "სკეტჩთან" დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებასა და ონკოპაციენტების მშობლებს შორის უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს . "იუთუბ" არხი განმარტავს, რომ არცერთ…

"იუთუბ" არხი "ოქტოპუსი" გავრცელებულ "სკეტჩთან" დაკავშირებით, რომელმაც საზოგადოებასა და ონკოპაციენტების მშობლებს შორის უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

"იუთუბ" არხი განმარტავს, რომ არცერთი მათი სპონსორი და წარმდგენი შინაარსობრივ მხარეში მონაწილეობას არ იღებს, ამასთან, "ოქტოპუსის" გუნდი მომხდარის გამო ბოდიშს იხდის:

"გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი გადაცემა "გაცოცხლებულიდან" გაჟღერებულ ხუმრობას, სადაც იუმორისტულ თემებს აგზავნის მაყურებელი და ჩვენ იმპროვიზირებულად ვხუმრობთ. თემაზე "ზღაპრები რომ ცუდად მთავრდებოდეს" ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ გამოგონილ პერსონაჟ რაპუნცელზე იხუმრა, რომ მას თმა ლეიკემიის გამო არ აქვს, რაც იყო შავი ხუმრობა, რომელიც არანაირად არ ისახავდა მიზნად ონკოპაციენტების დაცინვას, თუმცა გვესმის რომ ეს ხუმრობა ადამიანებისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო მტკივნეული და გვინდა ყველა ადამიანს, ვისაც ამ ხუმრობით ტკივილი მიადგა ან ეწყინა, ბოდიში მოვუხადოთ. ონკოპაციენტები ჩვენც გვყოლია ოჯახში, სანათესაოშიც და ჩვენთვისაც ეს თემა სენსიტიურია, უბრალოდ ვცადეთ იუმორით შეგვეხედა ამ ყველაფრისთვის და სხვა განზრახვა მიზნად არ გვქონია.

აქვე განვმარტავთ რომ არცერთი ჩვენი სპონსორი და წარმდგენი შინაარსობრივ მხარეში მონაწილეობას არ იღებს და პასუხისმგებლობას მთლიანად იღებს ოქტოპუსის გუნდი, რადგან ჩვენ სარედაქციო დამოუკიდებლობა გვაქვს და კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს მეგობრებო.

რაც შეეხება ტელეკომპანია იმედს და გია აბაშიძეს, თუ ბოდიშს არ მოიხდიან იმ ცილისწამებისთვის, რომელსაც მათი მხრიდან ჰქონდა ადგილი, რომ თითქოს ეს ხუმრობა მიმართული იყო ლეიკემიანი ბავშვების დაცინვისკენ, მაშინ სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა რომ მათ სასამართლოში ვუჩივლოთ. ეს ცილისწამებაც ბოლო დღეებში აგორებული შავი პიარის ნაწილია, რაც განზრახ ისახავს ჩვენთვის რეპუტაციული ზიანის მოყენებას,"- აღნიშნულია "ოქტოპუსის" განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს