ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა

ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა: თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! ამას ვერ აგიხსნით.. საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ონკოპაციენტების მშობლები, ეს არ არის სასაცილო თემა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე „იუთუბერ“ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მკაცრად აკრიტიკებს და მომხდარს ონკოპაციენტების მშობლების უდიდეს შეურაცხყოფად აფასებს. მევლუდ ჩულუხაძე პოდკასტერებისგა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე „იუთუბერ“ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მკაცრად აკრიტიკებს და მომხდარს ონკოპაციენტების მშობლების უდიდეს შეურაცხყოფად აფასებს. მევლუდ ჩულუხაძე პოდკასტერებისგა…

ლეიკემიით დაავადებული ბავშვის მამა მევლუდი ჩულუხაძე „იუთუბერ“ გიორგი კალატოზის მიერ გავრცელებულ სკეტჩს მკაცრად აკრიტიკებს და მომხდარს ონკოპაციენტების მშობლების უდიდეს შეურაცხყოფად აფასებს.

მევლუდ ჩულუხაძე პოდკასტერებისგან საჯარო ბოდიშს ითხოვს და მათ დაავადებული ბავშვების მძიმე ყოფით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

„შეურაცხმყოფელია რა თქმა უნდა მშობლებისათვის და ბავშვებისათვის, რომლებიც გადიან ურთულეს გზას, ამ უსამართლო ბრძოლაში.

მთელი მსოფლიოა გაერთიანებული, მთელი მსოფლიო გაერთიანდა იმისთვის რომ ეს ბავშვები გაამხიარულონ, საჩუქარი აჩუქონ, რაღაცით მოეფერონ გული გაუხარონ და გამოდის ქართველთა ჯგუფი და ამას სასაცილოდ ხდიან - ეს არ შეიძლება.

ეს არის ონკოპაციენტების მშობლების უდიდესი შეურაცხყოფა.

საჯარო ბოდიშს ვითხოვთ ყველა, ონკოპაციენტების მშობლები, რომ ჩვენს შვილებს აუგად იხსენიებენ.

ეს არ არის სასაცილო თემა, დაინტერესდნენ მაინც რა გზას გადის თითოეული ბავშვი, თითოეული ბავშვის თმის ღერის დანახვა ჩვენთვის რა იყო იცით?! საშინელება, ამის აღწერა და თქმა შეუძლებელია ამას ვერ აგიხსნით.. ვერ ავხსნით ამას“, - განაცხადა მევდულ ჩულუხაძემ.

საქმე ეხება იუმორისტულ გადაცემას, სადაც, როგორც ონკოპაციენტების ოჯახის წევრები აცხადებენ, ლეიკემიის მქონე პაციენტების დისკრედიტაცია და მკურნალობის პროცესში ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტი სასაცილოდაა წარმოჩენილი. პროექტი TBC ბანკის მიერაა დაფინანსებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს