ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 5

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, ივნისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით აღინიშნება

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, ივნისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით აღინიშნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, ივნისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით აღინიშნება- ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს თქმით, მისი მიზანია საზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, ივნისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით აღინიშნება- ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს თქმით, მისი მიზანია საზ…

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, ივნისში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით აღინიშნება- ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს თქმით, მისი მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება უვნებელი სურსათის მნიშვნელობასა და მის როლზე ადამიანის ჯანმრთელობის დაცვაში. წლევანდელი გზავნილია - „გამოწვევებიდან გადაწყვეტილებებამდე - უვნებელი სურსათი ყველასთვის“.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა დარგის წარმომადგენლები „განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ და „მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის“ დააჯილდოვეს.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ილიას ბაღში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის მრავალფეროვანი აქტივობები მოეწყო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ აგრო და სამეწარმეო სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით ღონისძიებებსა და მასტერკლასებში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ცნობილი შეფ-მზარეულების მიერ საავტორო კერძების მომზადებამ და დეგუსტაციამ.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს