ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ლესლი ლამს და ADB-ის საერთაშორისო გუნდს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ლესლი ლამს და ADB-ის საერთაშორისო გუნდს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ლესლი ლამს და ADB-ის საერთაშორისო გუნდს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივ პროექტებსა და მიმდინარე თანამშრომლობაზე ი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ლესლი ლამს და ADB-ის საერთაშორისო გუნდს შეხვდა. მხარეებმა ერთობლივ პროექტებსა და მიმდინარე თანამშრომლობაზე ი…

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ლესლი ლამს და ADB-ის საერთაშორისო გუნდს შეხვდა.

მხარეებმა ერთობლივ პროექტებსა და მიმდინარე თანამშრომლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო არსებულ თანამშრომლობას ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა საქართველოში ADB-ის მხარდაჭერით განხორციელდა და მის ფარგლებში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, მომზადდა საქართველოში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის ადამიანური რესურსების განვითარების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმა, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების იმპლემენტაციისთვის სამართლებრივი დოკუმენტები, თბურ ტალღებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების მართვის 2024-2030 წლების სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან ადაპტაციის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმა და სხვ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და უწყება მზად არის, კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის.

ADB-ის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს