ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პროექტის - „არ დავივიწყოთ ქართულის“ თეატრალური ჩვენების - „ფესვები საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სოციალურ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია „მომავლის პალიტრას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პროექტის - „არ დავივიწყოთ ქართულის“ თეატრალური ჩვენების - „ფესვები საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მოეწყო სხვადასხვა აქტივობა - ქედის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ჯგუფის, „ჩანგის“ მუსიკალური წარმოდგენა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ჩემოდნის თეატრი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ღია ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მოეწყო სხვადასხვა აქტივობა - ქედის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ჯგუფის, „ჩანგის“ მუსიკალური წარმოდგენა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ჩემოდნის თეატრი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ღია ს…

მოეწყო სხვადასხვა აქტივობა - ქედის სახელოვნებო სკოლის ფოლკლორული ჯგუფის, „ჩანგის“ მუსიკალური წარმოდგენა, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ჩემოდნის თეატრი“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის „ღია სახალისო ფეხბურთის“ პროგრამა და ქართული საბრძოლო ხელოვნების ნომერი.

ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილმა 30-მა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო შემეცნებით-გასართობ ტურში, მათ ასევე გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.

„განსაკუთრებით მიხარია, რომ პროექტში ჩართულები არიან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინიციატივები ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განმტკიცებას, ახალგაზრდების ცოდნის ამაღლებას და ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობას.

მადლობას ვუხდი ყველა ორგანიზატორსა და მხარდამჭერს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და ეროვნული ტრადიციებისა და ფასეულობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ არ დავიღლებით ყველა იმ ინიციატივის მხარდაჭერით, რომელიც მსგავს აქტივობებს უკავშირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ეხება.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს